შევაჯამეთ განვლილი ტრენინგი.
მოვისმინეთ ინგა გიორგობიანის პროექტი თემაზე: „ ეროვნული პროდუქტი რუსულ ბაზარზე“. საგანი: რუსული ენა და ლიტერატურა - მე-5 კლასი. მოსწავლეები გამოიკვლევენ, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით ქართველ გლეხთა პრობლემებს კომუნიკაციის თვალსაზრისით, დაამზადებენ ილუსტრირებულ ლექსიკონს ქართული ხილისა და ბოსტნეულის სურათებით.
მოვისმინეთ ელვირა სადირინას პროექტი თემაზე: „ბგერა ჩვენს გარშემო“, მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას იმის შესახებ, როგორია ბგერის გავრცელების სიჩქარე სხვადასხვა გარემოში და რაზეა ის დამოკიდებული, როგორია ხმაურის დასაშვები ნორმა, იკვლევენ როგორია ხმაურის დონე ჩვენს ქალაქში.
მოვისმინეთ მარინა სუხაშვილის პროექტი თემაზე „მიკროსამყარო -ბაქტერიები და ვირუსები“
მოვისმინეთ მარიკა ქვათაძის პროექტის „ძველი და ახალი თბილისი“ პრეზენტაცია.
მოვისმინეთ მადლენა მანუკიანის პროექტის „ხუდადოვის ტყის გამწვანება და რეკრეაციული ზონის აღდგენა“ პრეზენტაცია. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ამ ტყის ისტორიაზე, ექიმი მეცენატის მიხეილ ხუდადოვის დამსახურებაზე წიწვოვანი ტყის გაშენებასა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ფიტონციდებით ჰაერის გაჯანსაღებაში
მოვისმინეთ ისტორიის პედაგოგის ლელა ინასარიძის „პოლიტიკური ტერორიზმის სათავეებთან (ასასინები) თემის მიზანია, მოსწავლეებმა პასუხი გასცენ კითხვას: როგორ შევეწყოთ ერთმანეთს ამ მრავალეროვან, განსხვავებული შეხედულებებისა და მრწამსის მქონე სამყაროში.
მოვისმინეთ მუსიკის მასწავლებლის ლალი მიქელაძის პროექტის „მუსიკალური ჟანრები“ პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას.
მოვისმინეთ ისტორიის პედაგოგის ეკატერინე ნაროუშვილის პრეზენტაცია თემაზე „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მიწას“.
მოვისმინეთ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თეონა არველაძის პროექტის პრეზენტაცია „მონადირის გასამართლება“ ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით.
მოვისმინეთ ინფორმატიკის პედაგოგის ნათია დიდბერიძის პრეზენტაცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები“, მოსწავლეები აღწერენ, რა როლი უჭირავს მათ ცხოვრებაში თანამედროვე ტექნოლოგიებს,იკვლევენ, რა არის ამ ტექნოლოგიების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები, მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
გავაკეთე ჩემი პროექტის „ოქროს კვეთა - სრულყოფილი სამყაროს ნიშანი“ პრეზენტაცია.
წარმოდგენილი პროექტები ძალიან მომეწონა, თითოეული მათგანი ეხებოდა ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემებს.
madona dzalian saintereso proeqtia da saertod gvaoceb sheni kreativit.
ReplyDelete