Sunday, May 17, 2015

დღე მეცხრე

შევაჯამეთ განვლილი ტრენინგი.
მოვისმინეთ ინგა გიორგობიანის პროექტი თემაზე:  „ ეროვნული პროდუქტი რუსულ ბაზარზე“. საგანი: რუსული ენა და ლიტერატურა  -  მე-5 კლასი. მოსწავლეები გამოიკვლევენ, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით ქართველ გლეხთა პრობლემებს  კომუნიკაციის თვალსაზრისით, დაამზადებენ ილუსტრირებულ  ლექსიკონს  ქართული ხილისა და ბოსტნეულის  სურათებით.

მოვისმინეთ ელვირა სადირინას პროექტი თემაზე:  „ბგერა ჩვენს გარშემო“, მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას იმის შესახებ,  როგორია  ბგერის გავრცელების სიჩქარე სხვადასხვა გარემოში და რაზეა ის დამოკიდებული, როგორია ხმაურის დასაშვები ნორმა,  იკვლევენ როგორია ხმაურის  დონე  ჩვენს ქალაქში.

მოვისმინეთ მარინა სუხაშვილის პროექტი თემაზე „მიკროსამყარო -ბაქტერიები და ვირუსები“

მოვისმინეთ მარიკა ქვათაძის პროექტის „ძველი და ახალი თბილისი“  პრეზენტაცია.

მოვისმინეთ მადლენა მანუკიანის პროექტის „ხუდადოვის ტყის გამწვანება და რეკრეაციული ზონის აღდგენა“ პრეზენტაცია.  მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ამ ტყის ისტორიაზე, ექიმი მეცენატის მიხეილ ხუდადოვის დამსახურებაზე   წიწვოვანი ტყის გაშენებასა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ფიტონციდებით ჰაერის გაჯანსაღებაში

მოვისმინეთ ისტორიის პედაგოგის ლელა ინასარიძის  „პოლიტიკური ტერორიზმის სათავეებთან (ასასინები)  თემის მიზანია, მოსწავლეებმა პასუხი გასცენ კითხვას: როგორ შევეწყოთ ერთმანეთს ამ მრავალეროვან,  განსხვავებული შეხედულებებისა და მრწამსის მქონე სამყაროში.

მოვისმინეთ  მუსიკის მასწავლებლის ლალი მიქელაძის  პროექტის „მუსიკალური ჟანრები“  პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას.

მოვისმინეთ ისტორიის პედაგოგის ეკატერინე ნაროუშვილის პრეზენტაცია  თემაზე „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მიწას“.

მოვისმინეთ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თეონა არველაძის პროექტის პრეზენტაცია „მონადირის გასამართლება“ ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით.

მოვისმინეთ ინფორმატიკის პედაგოგის ნათია დიდბერიძის  პრეზენტაცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები“,  მოსწავლეები აღწერენ, რა როლი უჭირავს მათ ცხოვრებაში  თანამედროვე ტექნოლოგიებს,იკვლევენ, რა  არის ამ ტექნოლოგიების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები, მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 გავაკეთე ჩემი პროექტის „ოქროს კვეთა - სრულყოფილი სამყაროს ნიშანი“ პრეზენტაცია.

წარმოდგენილი პროექტები ძალიან მომეწონა,  თითოეული მათგანი ეხებოდა ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემებს.


დღე მერვე

გავეცანით ფასილიკაციის მასალებს,  დავათვალიერეთ  გუგლ-ფორმები,   ვისწავლეთ კითხვარის შექმნა,გადავხედეთ ჩვენს გეგმას, , დღეს დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმა. 

დღე მეშვიდე


დღეს  ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე . დავასრულეთ  პროცედურები, გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და ამის მიხედვით მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება, გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის ნიმუშებს, დავამზადეთ ხარაჩო მოსწავლეთა დასახმარებლად,  შევქმენით მოსწავლეთა ინტელექტის შეფასების ფორმა.   ვისწავლეთ ახალი გვერდების შექმნა ჩვენს ბლოგებზე და  გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო. 

Friday, May 8, 2015

დღე მეექვსე

ჩვენს მიერ   შექმნილი მოსწავლის ნიმუში  ჩავაშენეთ  ბლოგზე,  ერთმანეთის ნაშრომებს ბლოგზე  გავუკეთეთ კომენტარები, გავეცანით ვიუვერში  რესურსებში შეფასების რუბრიკის ნიმუშს, შემდეგ ჩვენ თვითონ შევქმენით შეფასების რუბრიკები, ინდიკატორებზე დაყრდნობით.

მოსწავლის ნიმუში

Thursday, May 7, 2015

დღე მეხუთე

დღე მეხუთე


ვისწავლეთ დრაივზე დოკუმენტების გაზიარება და კომენტარების გაკეთება,  გავეცანით საავტორო უფლებებს,  გადმოვწერეთ  ინტერნეტიდან თემასთან დაკავშირებული სურათები და მათი მისამართები,  შევქმენით მოსწავლის ნიმუში, ვისწავლეთ სლაიდზე დიაგრამისა და სურათების ჩასმა.

Friday, May 1, 2015

დღე მეოთხე

  

გავეცანით მე-2 მოდულს მესამე აქტივობიდან. გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს, თითოეულ მათგანისთვის შევიმუშავეთ შეფასების  გეგმა, შევარჩიეთ სხვადასხვა მეთოდი და ინსტრუმენტები, მოსწავლეთა საჭიროებების შესაფასებლად  შევქმენი ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა,  ყველა მიზნისთვის დავწერეთ აქტივობები, 

Thursday, April 30, 2015

დღე მესამე

დღე მესამე

გადავხედეთ შერჩეულ სტანდარტებს, შეესაბამებოდა თუ არა მაღალ სააზროვნო უნარებს. ამაში დაგვეხმარა ბლუმის განახლებული ტაქსონომიის ზმნები, ამის მიხედვით მოვახდინეთ მისაღწევი შედეგების კორექტირება, შემდეგ თითოეული ინდიკატორისთვის  დავწერეთ ამოცანები,  გავეცანით სლაიდშოუს საკვანძო კითხვების ფორმულირებისთვის.  ამის შემდეგ გამოვიყენეთ  ვიუვერში მოცემული რჩევები და შევადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდე   გუგლ--დრაივში.

Friday, April 24, 2015

დღე მეორე


   მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები, შევადგინეთ პროექტის გეგმა, გამოვიყენეთ ეროვნულ  სასწავლო გეგმაში მოცემული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები.  გავეცანით ბუკლეტების ნიმუშებს,  ინტერნეტიდან გადმოვწერეთ   პროექტის თემის შესაბამისი სურათები.  მივიღეთ  საშინაო დავალება - ბუკლეტის დასრულება.

Thursday, April 23, 2015

დღე პირველი

                       


გავიცანით ერთმანეთი,  გავეცანით Viewer-ში განთავსებულ მასალას, შევქმენით პორტფოლიო,  გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს, რომელიც დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, რომელ საქაღალდეში რა დოკუმენტი უნდა  შევინახოთ,  გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს,  შევქმენით ბლოგი,  აგრეთვე გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, რომელიც დაგვეხმარება, რომ განვსაზღვროთ,  რამდენად შეესაბამება ჩვენი ნამუშევარი პროექტისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. მივიღეთ საშინაო დავალება - მოვიფიქროთ საპროექტო იდეა.